Blue Origin-ის ქალთა ეკიპაჟი ლორენ სანჩესის, კეტი პერისა და გეილ კინგის შემადგენლობით კოსმოსში გაფრინდა

By Sherin Shibu

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Blue Origin-მა, კოსმოსურმა სტარტაპმა, რომელიც დაარსებული და დაფინანსებულია ჯეფ ბეზოსის მიერ, ორშაბათს კოსმოსში გაუშვა პირველი ქალების მიერ დაკომპლექტებული ეკიპაჟი. ეკიპაჟი ექვსი ქალისგან შედგა, მათ შორის იყვნენ ბეზოსის საცოლე ლორენ სანჩესი, ჟურნალისტი გეილ კინგი და პოპ ვარსკვლავი კეტი პერი. ისინი გაფრინდნენ კოსმოსში და დაბრუნდნენ უკან Blue Origin-ის New Shepard რაკეტით.

მოგზაურობას დაახლოებით 11 წუთი დასჭირდა, ხოლო ეკიპაჟმა უწონადობა ოთხი წუთის მანძილზე განიცადა. რაკეტამ მაქსიმალურ სიმაღლეს დედამიწიდან 62 მილის სიმაღლეზე, კარმანის ხაზამდე, უხილავ საზღვრამდე მიაღწია, რომელიც განსაზღვრავს დედამიწის ატმოსფეროს დასასრულსა და კოსმოსის დასაწყისს, ტეხასის უდაბნოში დაშვებამდე.

"ამისთვის სიტყვები ნამდვილად არ მყოფნის. ძალიან ვამაყობ ამ ეკიპაჟით", - განაცხადა სანჩესმა Blue Origin-ს ფრენის შემდგომ მიმდინარე გადაცემისას.

სანჩესმა აღნიშნა, რომ ფრენის შემდეგ მას "სიხარული და ერთიანობის" განცდა დაეუფლა.

"იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს მეტი ადამიანი იხილავს", - განაცხადა მან.

კეტი პერიმ Blue Origin-ის გადაცემაში აღნიშნა, რომ ეს მისია "დედამიწის დაფასებას" ეხებოდა და რომ ეს გამოცდილება "მეორე იყო დედად გახდომის შემდგ".

"ეს არის უცნობისთვის თვალის გასწორება. ამ გამოცდილებაზე მეტად ვერავის ვერაფერს ვურჩევდი", - თქვა პერიმ.

ფრენა დილის 9:30 საათზე აღმოსავლეთის დროით, Blue Origin-ის გაშვების ადგილიდან ვან ჰორნიდან, ტეხასიდან შედგა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სრულიად ქალებით დაკომპლექტებული ეკიპაჟი კოსმოსში გაფრინდა 1963 წლის შემდეგ. ეს არის Blue Origin-ის მე-11 ფრენა ადამიანების ეკიპაჟით.

ეკიპაჟის წევრები ასევე იყვნენ NASA-ს ყოფილი მეცნიერი აიშა ბოუ, პროდიუსერი კერიან ფლინი და ბიოასტრონავტიკის მკვლევარი ამანდა ნიუენი.

Blue Origin-ი კოსმოსურ ტურისტულ ფრენებს ადამიანების 2021 წლიდან, წლების განმავლობაში სთავაზობს. სტარტაპის ვებსაიტზე ირკვევა, რომ ადგილების დასაჯავშნად მომხმარებლებმა უნდა გადაიხადონ $150,000 დეპოზიტი. გაურკვეველია, გადაიხადა თუ არა ეკიპაჟმა ორშაბათს გაფრენილმა ეკიპაჟმა აღნიშნული საფასური.

თარგმანი: მარიამ ქობალია

Sherin Shibu

Entrepreneur Staff

News Reporter

Sherin Shibu is a business news reporter at Entrepreneur.com. She previously worked for PCMag, Business Insider, The Messenger, and ZDNET as a reporter and copyeditor. Her areas of coverage encompass tech, business, strategy, finance, and even space. She is a Columbia University graduate.
Business News

Trio Dighomi – Trio Group-ის ახალი პრემიუმ პროექტი

Trio Dighomi-ის მშენებლობა თბილისში, დიღომში, ბოცვაძის ქუჩაზე იწყება