BETSSON: CROSSROADS - სპორტზე თხრობის ფორუმმა მსოფლიო ვარსკვლავებს უმასპინძლა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BETSSON: CROSSROADS ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორსაც ველოდით - ბევრი ემოცია, შთამაგონებელი გამოსვლები, ლეგენდარული სპორტსმენების დაუვიწყარი ამბები და მოგონებები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში გაგვყვება.

Factory Tbilisi-ს ტერიტორიაზე სპორტის ენთუზიასტები შევიკრიბეთ და სცენიდან იმ ადამიანებს ვუსმენდით, რომლებსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ვუყურებდით, ვგულშემატკივრობდით... იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩვენთვის საყვარელი თამაში კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანეს.

ფორუმი ელის პლატენმა გახსნა, რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა, თუ რამხელა მნიშვნელობას ატარებენ ფორმები ფეხბურთში და რომ ყველა მაისურის უკან რაღაც ისტორია იმალება. ელისი იმ პლატფორმის Classic Football Shirts ნაწილია, რომელიც იკონური ფორმების საშუალებით შთამაგონებელ ამბებს გვიყვება.

მთავარ სცენაზე შემდეგ უკვე კრისტოფ ბირმანი წარდგა - ადამიანი, რომელიც სპორტზე თხრობის ნამდვილი ოსტატია. კრისტოფი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწერალი და ჟურნალისტია გერმანიაში. მისი გამოცემა 11 FREUNDE კი ჩვენი საყვარელი სპორტის სახეობის კულტურულ და განსხვავებულ მხარეს გვაჩვენებს. პირველი დღე ორმა ლეგენდამ დახურა. გასულ წელს, შოთიმ მთავარი სცენა კლარენს ზეედორფთან ერთად გაიზიარა, ახლა კი, ის აუდიტორიის წინაშე, არც მეტი და არც ნაკლები, დიმიტარ ბერბატოვთან ერთად წარდგა. ბერბამ საკუთარი საფეხბურთო ინტელექტი, რომლითაც მთელი კარიერის განმავლობაში ყველას აოცებდა, პუბლიკას გაუზიარა და საინტერესო ამბებიც გაიხსენა.

The First Touch

ფორუმის პირველი დღე ორმა ლეგენდამ დახურა. გასულ წელს, შოთიმ მთავარი სცენა კლარენს ზეედორფთან ერთად გაიზიარა, ახლა კი, ის აუდიტორიის წინაშე, არც მეტი და არც ნაკლები, დიმიტარ ბერბატოვთან ერთად წარდგა.

ნებისმიერი მწვრთნელისთვის ნამდვილი ოცნება იქნებოდა საკუთარ გუნდში ამ ორი მოთამაშის ხილვა. ბერბა მართლაც უნიკალური ფეხბურთელი იყო. დახვეწილი თამაშის სტილითა და სამხრეთამერიკული ფეხბურთისთვის დამახასიათებელი პირველი შეხებით მან უდიდესი კვალი დატოვა ფეხბურთის ისტორიაში.

ფორუმის სცენაზე სპორტის ასეთი ორი წარმომადგენლის ერთად ხილვა კი მართლაც შთამბეჭდავი იყო. ბერბამ საკუთარი საფეხბურთო ინტელექტი, რომლითაც მთელი კარიერის განმავლობაში ყველას აოცებდა, პუბლიკას გაუზიარა და საინტერესო ამბებიც გაიხსენა - ბოლოს კი, შოთისთან და გულშემატკივრებთან ერთად სელფიც გადაიღო.

მეორე დღე უფრო შთამბეჭდავად დაიწყო. თეატრის სცენაზე ამჯერად ყველასთვის საყვარელი გიორგი ცინცაძე ავიდა. კაცი, რომელიც 20 წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავდა.

"ბუმ" ეროვნული გუნდიდან სათანადო გაცილება ვერ მიიღო, ფორუმის საშუალებით კი მან საკუთარ ქომაგებს მისი განსაკუთრებული, უნიკალური და ემოციური კარიერა გაუზიარა. ცინცაძის გამოსვლა საკმაოდ ამაღელვებლად დასრულდა, მისმა ისტორიებმა კი კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმ ფაქტს, თუ რა მნიშვნელობის მოთამაშე იყო ის ქართული კალათბურთისათვის.

"ბუს" შემდეგ თეატრის სცენაზე ალექსანდრე გაბრიჩიძე და შოთი არველაძე გამოჩნდნენ. წლების განმავლობაში, შოთის არაერთი ლეგენდარული ფეხბურთელის წინააღმდეგ მოუწია თამაში. საქართველოს ნაკრების ფორმების კოლექციაში ბევრ საინტერესო სახელს შეხვდებით. გარდა ამისა, ის, რა თქმა უნდა, ქართველი ფეხბურთელების მაისურებსაც ინახავს. შოთიმ თითოეული ამ ფორმის უკან არსებული ისტორია გაგვიზიარა.

მთავარი სცენიდან, სანამ კულმინაციას მივუახლოვდებოდით, არაერთმა საინტერესო სპიკერმა ისაუბრა. ფორუმის აუდიტორიის წინაშე ჯერ მუთაზ ჩეჰადე გამოვიდა, იტალიის სერია A-ს მედიისა და მარკეტინგის მენეჯერი. შემდეგ უკვე ერეკლე ინაშვილი და ბუბა რადიანი მნიშვნელოვან თემას შეეხნენ და გაიხსენეს კარგი და ცუდი რებრენდიგები ფეხბურთში, ედვინ ვან დერ სარის გამოჩენამდე კი საკუთარი ამბავი სემ რობლსმა მოგვიყვა, ფოტოგრაფმა, რომელსაც ისეთ ფეხბურთელებთან აქვს ნამუშევარი, როგორებიც პელე, მესი და კრიშტიანო რონალდო არიან.

"I'm just not very rock n' roll", - ეს სიტყვები უთხრა ედვინ ვან დერ სარმა იაპ ვისერს, სანამ ის ნიდერლანდელი მეკარის ავტობიოგრაფიული წიგნის წერას დაიწყებდა. შეიძლება, VDS არ იყო ისეთი გიჟი მეკარე, როგორებიც ზოგადად არიან ხოლმე, მაგრამ ის, რასაც ნიდერლანდელი მოედანზე აკეთებდა, სპორტის საზღვრებს სცდებოდა. ვან დერ სარი მთავარ სცენაზე შოთი არველაძესთან ერთად ავიდა, ემოციური ისტორიები გაიხსენა და საკუთარი კარიერის მნიშვნელოვანი და საინტერესო დეტალები პუბლიკას გაუზიარა.

betsson: crossroad ფეხბურთის ნამდვილმა მაესტრომ, რობერ პირესმა დახურა. ფრანგი მუშკეტერის საუბრიდან არაერთგვაროვან ემოციას მიიღებდით - მის ისტორიებში იგრძნობოდა პროფესიონალიზმი და დიდი სიყვარული იმ საქმის მიმართ, რომლის ერთგულიც პირესი მთელი ცხოვრების განმავლობაში იყო. ბოლოს კი, ყველას ერთად გაგვახსენა, თუ როგორ სძულთ არსენალის გულშემატკივრებს ტოტენჰემი, რამაც დიდი აჟიოტაჟი და სიცილი გამოიწვია.

ფორუმმა 2 დღის განმავლობაში სპორტის ასობით მოყვარული და პროფესიონალი გააერთიანა და არაერთი დაუვიწყარი მომენტი აჩუქა. ღონისძიების ორგანიზატორი Betsson Sport იყო, რომელიც მომავალში სპორტის მოყვარულებს კიდევ უფრო მასშტაბურ ღონისძიებებს გვპირდება.

ინდუსტრიული ტრენდები

Maven - თქვენი ბიზნესის ფინანსური კომპასი

ფინანსური სერვისების აუთსორსინგული საკონსულტაციო მომსახურების კომპანია, სადაც აკადემიური ცოდნა და პროფესიული გამოცდილება თითოეულ თანამშრომელშია თავმოყრილი

მენეჯმენტი

გაიცანით 1 245 რესტორნის მფლობელი ანტრეპრენერი, რომელსაც ფრანჩაიზინგური რესტორნების ''უორენ ბაფეტს'' ეძახიან

მან თავისი Applebee's -ის ქსელის პირველი რესტორანი 20 წლის წინ იყიდა და გადახედა, რისი გაკეთება შეიძლებოდა ფრანჩაიზის ინდუსტრიაში. ასეთი ფილოსოფია აქვს: განსხვავებული გახდი და შემდეგ გააკეთე რაღაც დიდი

სიახლეები

ზღაპრული მოგზაურობა კოსმოსში $125 000-ად

კოქტეილებითა და შესანიშნავი ხედებით ტკბობა 30 000 მეტრ სიმაღლეზე კოსმოსური მოგზაურობის მოყვარულთათვის უკვე შესაძლებელია