MON AMOUR BLUMEN ATELIER - ყვავილები, რომლებიც ემოციებს გადმოსცემს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

MON AMOUR BLUMEN ATELIER არის ყვავილების ატელიე, რომელიც მომხმარებელს ხელნაკეთ თაიგულებსა და ყვავილების კომპოზიციებს სთავაზობს. ბრენდი მუშაობს როგორც ინდივიდუალური, ასევე კორპორაციული მიმართულებით და სხვადასხვა ღონისძიებას ყვავილებით აფორმებს.

"იდეა ბუნებრივად დაიბადა. მე და ჩემს პარტნიორს, თინათინ ხელაძეს, ყოველთვის გვსურდა, საკუთარი ყვავილების ატელიე გვქონოდა. ეს სფერო გვიზიდავდა და გვინდოდა ვინტაჟური და განსხვავებული სტილის თაიგულების შექმნა, რომლებიც ადამიანებს გრძნობებსა და ემოციებს გადასცემდა", - კესო ბესელია, MON AMOUR BLUMEN ATELIER-ის თანადამფუძნებელი.

როგორც კესო აღნიშნავს, ატელიე ინდივიდუალურ თაიგულებსა და სეზონურ კომპოზიციებს ქმნის. თითოეული თაიგული მომხმარებლის განწყობისა და სურვილის მიხედვით მზადდება, რაც ბრენდის გამორჩეული მახასიათებელია.

"სხვადასხვა სეზონზე, როცა ადგილობრივ ბაზარზე არჩევანი შეზღუდულია, ყვავილები სხვა ქვეყნებიდან შემოგვაქვს, რათა კოლექციის მრავალფეროვნება და ხარისხი შევინარჩუნოთ. ჩვენი მიზანია, რომ მომხმარებლებს ყოველთვის ჰქონდეთ არჩევანის თავისუფლება და მრავალფეროვნება".

კესო მიიჩნევს, რომ ყვავილი სიცოცხლის, სიყვარულისა და ემოციის სიმბოლოა და საქმე, რომელსაც აკეთებს, ერთგვარი ხელოვნებაა, რომლითაც ადამიანებს საკუთარ იდეებს უზიარებს.

"თაიგულების შეძენა უკვე ონლაინაც შესაძლებელია. უახლოეს მომავალში ახალი თემატური კოლექციების გამოშვებას ვგეგმავთ. თბილისთან ახლოს, ქალაქის შემოგარენში, ხელმისაწვდომი იქნება ქოთნის ყვავილების მიტანის სერვისი, როგორც შიდა სივრცის, ასევე ეზოებისთვის".

Business News

Trio Dighomi – Trio Group-ის ახალი პრემიუმ პროექტი

Trio Dighomi-ის მშენებლობა თბილისში, დიღომში, ბოცვაძის ქუჩაზე იწყება