კადრების დეფიციტი არ არსებობს — პრობლემა კვალიფიკაციის დეფიციტია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ყველა ტოპ მენეჯერს ერთხელ მაინც უთქვამს ეს სიტყვები:"კადრები არ არიან, ვეღარ ვპოულობთ ადამიანებს".

იმისთვის რომ საქმე შესრულდეს, ორგანიზაციას სჭირდება ადამიანები, რომლებიც სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებებს, ადაპტირდებიან ცვლილებებთან, აღწევენ მიზნებს და თან გუნდურად მუშაობენ. როდესაც ასე არ ხდება, პირველ რიგში გვგონია, რომ არასწორი ადამიანები გვყავს. სინამდვილეში კი, უბრალოდ არ გვაქვს სისტემა, რომელიც ამ ადამიანებს სწორად მოამზადებს, განავითარებს და შეინარჩუნებს.

პრობლემა არ არის ადამიანებში, პრობლემა კომპეტენციის დეფიციტია

წარმოიდგინე გუნდი, რომელსაც მაღალი ხარისხის შედეგს სთხოვ, მაგრამ არ აძლევ არც ინსტრუმენტებს, არც საჭირო ცოდნას, არც გამოცდილებას და არც მიზნებთან კავშირს. შემდეგ ამ გუნდის წევრები ტოვებენ კომპანიას და შენ თავიდან იწყებ ყველაფერს. ღირს ძვირი? - ძალიან.

ორგანიზაციებში, სადაც სწავლა არ არის სისტემური, თანამშრომლები სწრაფად აღწევენ თავიანთი შესაძლებლობების "ჭერს" და მიდიან. მათ ადგილს იკავებენ სხვები, რომლებიც იმავე წრეზე გაივლიან.

თანამშრომლის შენარჩუნებაზე ხშირად ვფიქრობთ ანაზღაურების, ბენეფიტების ან სამუშაო პირობების ჭრილში. თუმცა თანამედროვე ტალანტების მთავარი კითხვა ასეთია:"მითხარი, როგორ გავიზრდები აქ?"

კომპანიებში, სადაც სწავლა მხოლოდ ონბორდინგს ან ათასში ერთხელ ტრენინგებს მოიცავს, თანამშრომლები მალე კარგავენ მოტივაციას. არავინ უნდა იყოს სტატუს კვოში ჩარჩენილი — არც დამწყები და არც გამოცდილ თანამშრომელი. განვითარება უნდა იყოს უწყვეტი, თვალსაჩინო და მიზანმიმართული.

თუ ორგანიზაციული სწავლება კომპანიაში ზედაპირულია, ერთი ტრენინგი აქ, ერთი სერტიფიკატი იქ — შედეგიც ასეთივე ზედაპირულია.

საჭიროა სისტემა, რომელიც:

  • განსაზღვრავს, რა კომპეტენცია სჭირდება გუნდს დღეს და რა დასჭირდება ხვალ
  • სთავაზობს განვითარებას პრაქტიკული მიზნებით და არა უბრალოდ "checkbox-ის" დასასმელად
  • მხარს უჭერს როგორც ტექნიკურ, ისე რბილ უნარებს — კომუნიკაცია, ლიდერობა, თვითორგანიზაცია

ორგანიზაციული სწავლება უნდა იყოს კრიტიკული ტაქტიკური პროცესი სტრატეგიის მისაღწევად

სწავლა და განვითარება ორგანიზაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბიზნეს ფუნქციაა — ისევე როგორც ფინანსები ან ოპერაციები.თუმცა ბევრ კომპანიაში ის კვლავ ითვლება დამატებით აქტივობად — დროდადრო ჩასატარებლად, როგორც "დამსახურებული პრემია" ან "თავისუფალი ბიუჯეტის ხარჯვა".

ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს.

სწავლა და კვალიფიკაციის ზრდა პირდაპირ უნდა უკავშირდებოდეს კომპანიის მიზნებს:

  • გვსურს ბაზარზე პოზიციის გამყარება? → უნდა განვავითაროთ გაყიდვების გუნდი
  • გვსურს პროცესების ოპტიმიზაცია? → გვჭირდება Lean/Agile კომპეტენციის გაღრმავება
  • გვსურს ადამიანების შენარჩუნება? → გვჭირდება პერსონალიზებული განვითარების გზები

სწავლა არ არის მხოლოდ დათვლადი საათები. ის უნდა გახდეს გზა პრობლემის გადაწყვეტამდე.

თუ ამ სტატიაში ამოიცანი შენი კომპანიის ყოველდღიური რეალობა, ეს უკვე ბევრს ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ ხედავ სურათს ობიექტურად.

დაგვიკავშირდი და გაგიზიარებთ, როგორ ვგეგმავთ ორგანიზაციული სწავლების სისტემებს, როგორ ვუკავშირებთ კომპეტენციებს ბიზნეს მიზნებს და როგორ ვავითარებთ იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე გყავთ.

Business News

Trio Dighomi – Trio Group-ის ახალი პრემიუმ პროექტი

Trio Dighomi-ის მშენებლობა თბილისში, დიღომში, ბოცვაძის ქუჩაზე იწყება