Trio Dighomi – Trio Group-ის ახალი პრემიუმ პროექტი Trio Dighomi-ის მშენებლობა თბილისში, დიღომში, ბოცვაძის ქუჩაზე იწყება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Trio Group-ი ახალ სამშენებლო პროექტს აანონსებს. Trio Dighomi-ის მშენებლობა თბილისში, დიღომში, ბოცვაძის ქუჩაზე იწყება. პროექტი მობინადრეებს უნიკალურ და კომფორტულ გარემოს სთავაზობს.

Trio Group-ის საქმიანობა დეველოპერულ და სამშენებლო ბაზარზე ამბიციურად დაიწყო. ბრენდის მიერ განხორციელებული პროექტები გამოირჩევა ეკოლოგიური გარემოთი, თანამედროვე არქიტექტურითა და მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი ხარისხით.

Trio Group-ის სამარკო პროექტი "ლისი ტრიო" 2023 წელს ერთ-ერთ საუკეთესო დეველოპერულ პროექტად დასახელდა და 1 წლის თავზე ბინების 70% გაიყიდა, რაც მოსალოდნელი იყო მისი ენერგოეფექტური ტექნოლოგიების, მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების, ულამაზესი ხედებისა და გამორჩეული პროექტირების დამსახურებით.

ბრენდი სამშენებლო ინდუსტრიაში 2016 წლიდან საქმიანობს და Trio Group-ის სახელით, რიგით მეორე მასშტაბურ პროექტს აანონსებს.

როგორია Trio Group-ის ახალი პროექტი, წარმატების გზა და სამომავლო გეგმები? ამ თემაზე Entrepreneur-ი კომპანიის მარკეტინგული დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მარიამ ხუციშვილს, ესაუბრა.

რას გვეტყოდით Trio Dighomi-ის შესახებ, რას შესთავაზებთ ამ პროექტით თქვენს მომხმარებლებს?

სიამაყით გვინდა დავაანონსოთ Trio Group-ის ახალი პრემიუმ პროექტი Trio Dighomi, რომლის მშენებლობაც დიღომში, ბოცვაძის ქუჩაზე იწყება. ეს ადგილი არა მხოლოდ სტრატეგიულად მოსახერხებელია ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, არამედ მშვიდ, კომფორტულ და ეკოლოგიურად ჯანსაღ საცხოვრებელ გარემოს ქმნის.

პროექტი Trio Group-ის ხარისხსა და სტანდარტებს სრულიად ინარჩუნებს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენს მცხოვრებლებს მაღალი ხარისხის, მყარი და ენერგოეფექტური საცხოვრებელი გარემო ელით, დახვეწილი არქიტექტურითა და განვითარებული ინფრასტრუქტურით.

Trio Dighomi მოიცავს სამ 10-სართულიან ბლოკს, პრემიუმ კლასის საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებს, დახურულ ორდონიან ავტოსადგომს, რეკრეაციულ ზონას, საბავშვო გასართობ სივრცეებს, საცურაო აუზსა და სხვა თანამედროვე კომფორტული საცხოვრებელი კომპლექსისთვის დამახასიათებელ ბენეფიტებს.

რა გამოარჩევს მიმდინარე პროექტსა და მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე, რა სიახლეებს სთავაზობთ მომხმარებლებს?

Trio Group-ის მთავარი პრიორიტეტი ხარისხი და მომხმარებლის კომფორტია. სწორედ ამიტომ, Trio Dighomi ინარჩუნებს ბრენდის ხედვასა და სტანდარტებს, ამავდროულად, საცხოვრებელი სივრცის კომფორტს კიდევ უფრო ავითარებს.

როგორც აღვნიშნე, უსაფრთხოება და ხარისხი ჩვენი მთავარი პრიორიტეტებია, ამიტომ პროექტი მომხმარებელს შესთავაზებს უპირატესობებს, როგორიცაა:

100% ენერგოეფექტური შენობები – რაც მცხოვრებლებს ენერგომოხმარებას მნიშვნელოვნად შეუმცირებს და კომფორტის ხარისხს გაზრდის.

მონოლითური კონსტრუქცია – რომელიც მიწისძვრის 8-ბალიან მდგრადობას უზრუნველყოფს, რაც დამატებითი უსაფრთხოების გარანტიაა.

დახვეწილი არქიტექტურა და მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები – კომპლექსის ფასადი კომპოზიციური პანელებით მოპირკეთდება, ალუმინის ვიტრაჟებითა და ყინვაგამძლე კერამოგრანიტით.

ფუნქციური და გამართული ინფრასტრუქტურა – საცხოვრებელი ბინების გარდა, პროექტი მოიცავს კომერციულ ფართებს, რეკრეაციულ ზონებს, საბავშვო მოედანს, აუზს და 24/7 კონსიერჟის მომსახურებას.

ეს ყველაფერი ქმნის თანამედროვე, კომფორტულ და საიმედო საცხოვრებელ გარემოს, რომელიც მცხოვრებლების ყველა საჭიროებას პასუხობს.

პროექტის დასრულება დაგეგმილია 2027 წლის ნოემბერში, ხოლო საცხოვრებელ ფართებში სარემონტო სამუშაოების დაწყება 2027 წლის მაისიდან იქნება შესაძლებელი.

რა პრინციპით იქნება შესაძლებელი ბინების შეძენა და როდიდან დაიწყება გაყიდვების პროცესი?

ჩვენ უკვე დავიწყეთ წინასწარი გაყიდვების ეტაპი, რომელიც მყიდველებისთვის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა.

Trio Group-ის მომხმარებლებს წინასწარი გაყიდვების ფაზაში, შეზღუდული დროით აქვთ ექსკლუზიური შესაძლებლობა, შეიძინონ ბინები განსაკუთრებული პირობებით. ეს არის უნიკალური საინვესტიციო შესაძლებლობა, რადგან პირველ ეტაპზე შეძენილი უძრავი ქონება 1 წელიწადში 30%-იან ზრდას უზრუნველყოფს.

ბინების შეძენა შესაძლებელია როგორც ერთიანი გადახდით, ასევე მორგებული გადახდის პირობებით, რაც მყიდველებს მაქსიმალურ მოქნილობას სთავაზობს.

როგორ შეაფასებდით გასულ წელს მიმდინარე პროექტებს, რა წარმატებას მიაღწია კომპანიამ?

2024 წელი Trio Group-ისთვის წარმატებული და დინამიკური წელი იყო. გასულ წელს ჩვენი პროექტი 10 საუკეთესო პროექტთა შორის დასახელდა. უკვე გაიყიდა Lisi Trio-ს ბინების 70%-ზე მეტი, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მის პოპულარობასა და მომხმარებელთა ნდობას.

პოზიტიური პროგრესი გვქონდა მშენებლობაშიც - პროექტი დაგეგმილი გრაფიკით მიმდინარეობს. ამ ფაქტორმა მნიშვნელოვნად გაზარდა მომხმარებელთა კმაყოფილება და კომპანიის მიმართ ნდობის მაჩვენებელიც, რაც მომავალ პროექტებზე პოზიტიურად აისახება.

2024 წელი Trio Group-ისთვის მნიშვნელოვანი წინსვლის წელი იყო, ხოლო 2025-ში ჩვენი მიზანია გაცილებით მეტი წარმატება და მომხმარებლისთვის იდეალური საცხოვრებელი პირობების შექმნა.

თქვენთვის, როგორც დეველოპერული კომპანიისთვის, რა ქმნის ხარისხის უმაღლეს სტანდარტს და რით არის განსაკუთრებული თქვენი პროექტები?

ჩვენთვის უმაღლესი ხარისხი ნიშნავს სწორად შერჩეულ მასალებს და ინოვაციურ ტექნოლოგიებს. მაგალითად, "ლისი ტრიო"-ში ხარისხი იწყება საძირკვლიდან, რომელიც "ლურჯ კლდეზე" აშენდა. ეს არის მასალა, რომელიც ცნობილია თავისი სიმტკიცითა და მდგრადობით მიწისძვრების დროს. ეს ქმნის პროექტის საფუძველს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გაუძლებს დროის გამოცდას.

"ლისი ტრიო"-ში გამოყენებულია Heidelberg Cement-ის ბეტონი, რომელიც აკმაყოფილებს უმაღლეს ევროპულ სტანდარტებს (SA 8000 და ISO 14001). ასევე, ჩვენი არმატურა მოწოდებულია Eurostyle-ისგან, რაც უზრუნველყოფს სტრუქტურის გამძლეობას. ენერგოეფექტურობის უზრუნველსაყოფად ვიყენებთ Yitong-ის ბლოკებს, რომლებიც გამოირჩევიანა თბოიზოლაციით და ხანძარსაწინააღმდეგო თვისებებით.

ჩვენი პროექტები გამოირჩევა დეტალებზე ორიენტაციით: Otis-ის ლიფტები უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას, ხოლო Doka-ს ყალიბები იძლევა მშენებლობის სიზუსტისა და ეფექტურობის გარანტიას. ასევე, ჩვენი სამშენებლო გუნდი მუდმივად აკონტროლებს თითოეულ ეტაპს, რათა მომხმარებლებს მივაწოდოთ უსაფრთხო, თანამედროვე და ეკომეგობრული საცხოვრებელი გარემო.

მარიამ, რა ქმნის კომფორტს თქვენი მობინადრეებისთვის?

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მობინადრეთათვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა. ამიტომ, გარდა თანამედროვე დონის ინფრასტუქტურისა, ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ ისეთ სერვისებს, რომელიც არცერთ სამშენებლო კომპანიას არ შეუთავაზებია და ვფიქრობთ, ამ მომსახურებით ჩვენს მობინადრეებს კიდევ უფრო მეტ კომფორტს შევუქმნით. ესაა ძიძის მომსახურება, კონსიერჟი, რომელიც თავისი არსით, სრულად მორგებული იქნება მობინადრეებზე. ასევე, კომპლექსში გათვალისწინებულია ავტოსამრეცხაო, რომელიც მნიშვნელოვნად დაზოგავს ჩვენი მცხოვრებლების დროს და ენერგიას.

აღსანიშნავია, რომ ჩვენმა მომხმარებლებმა დადებითად შეაფასეს Lisi Trio-ს მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურა, მათ შორის სპა, აუზი, სავარჯიშო ზონა, ველობილიკები, პადელის მოედანი, სამუშაო სივრცეები და ბავშვებისთვის შექმნილი გარემო.

რა სიახლეებს გეგმავთ სამომავლოდ?

Trio Group-ი არ ჩერდება! სულ მალე დავაანონსებთ კიდევ ერთ პრემიუმ კლასის პროექტს, რომელიც ასევე გაიზიარებს ჩვენი კომპანიის ხედვას ხარისხისა და კომფორტის მიმართულებით.

ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ საცხოვრებელი და კომერციული სივრცეების განვითარების მიმართულებით და ყოველთვის ვზრუნავთ იმაზე, რომ მომხმარებლებს მრავალფეროვანი, კომფორტული და თანამედროვე საცხოვრებელი გარემო შევთავაზოთ.

Trio Group-ი განაგრძობს მდგრადი, უსაფრთხო და თანამედროვე პროექტების შექმნას, რომლებიც მომხმარებლის მოთხოვნებს მაქსიმალურად აკმაყოფილებს. ჩვენი მიზანია ხარისხიანი, მყარი და საიმედო საცხოვრებელი სივრცეების შექმნა, რაც ჩვენს ყველა პროექტში აისახება.

Business News

ქართული მობილური ოპერატორი სელფი მობაილი 2 წლისაა

"ვილაპარაკოთ" - კომპანია ახალი საკომუნიკაციო პლატფორმით წარდგა

ინდუსტრიული ტრენდები

Maven - თქვენი ბიზნესის ფინანსური კომპასი

ფინანსური სერვისების აუთსორსინგული საკონსულტაციო მომსახურების კომპანია, სადაც აკადემიური ცოდნა და პროფესიული გამოცდილება თითოეულ თანამშრომელშია თავმოყრილი