LavaPi - გლობალური პარტნიორი თქვენი ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

LavaPi-ის შექმნის იდეა იმ საჭიროებამ წარმოშვა, რომელიც სხვადასხვა ინდუსტრიაში მომუშავე პროფესიონალებმა ნათლად დაინახეს. კომპანიებს სჭირდებოდათ ბიზნესის გაციფრულება, პროცესების ავტომატიზაცია და ინოვაციური IT გადაწყვეტილებები, მაგრამ ბაზარზე არ იყო სათანადოდ მოქნილი და კლიენტზე მორგებული მომსახურება. ორგანიზაციები ხშირად სარგებლობდნენ სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფით, რომელიც არ ერგებოდა მათ სპეციფიკურ საჭიროებებს. თვალსაჩინო იყო ის ფაქტი, თუ როგორ რთულდებოდა ტექნოლოგიური ცვლილებების განხორციელება იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც არ ჰყავდათ ძლიერი ტექნოლოგიური პარტნიორი. ამ გამოწვევასა და საჭიროებაზე საპასუხოდ, LavaPi-ის გუნდმა მიზნად დაისახა ინდივიდუალური, მასშტაბირებადი და უსაფრთხო ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შექმნა, რომელიც ბიზნესებს ოპერაციული პროცესების გაუმჯობესებასა და კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში დაეხმარებოდა.

ასე გამოჩნდა ბაზარზე LavaPi - კომპანია, რომელიც არა მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებელი იქნებოდა, არამედ რეალური ციფრული ტრანსფორმაციის პარტნიორად იქცეოდა ორგანიზაციებისთვის. LavaPi-ს სტარტი დაემთხვა იმ პერიოდს, როცა კომპანიებს განსაკუთრებულად გაუჭირდათ დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა და უსაფრთხო, მოქნილი IT ინფრასტრუქტურის შექმნა. ეს იყო იდეალური შესაძლებლობა იმისთვის, რომ LavaPi-ის გუნდს საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილება პრაქტიკაში გამოეყენებინა.

"2018 წლის ერთ საღამოს შევიკრიბეთ საახლობლო წრე და ყველამ ერთად აღვნიშნეთ, რომ გვსურდა ისეთი ბიზნესის დაწყება, სადაც მაქსიმალურად გამოვიყენებდით ჩვენს ცოდნას, პრაქტიკულ გამოცდილებას, უნარებსა და ენთუზიაზმს. გავიაზრეთ, რომ ბიზნესის დასაწყებად კვალიფიციური გუნდი იქვე ვისხედით, მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილებით მენეჯერულ პოზიციებზე, თანაც უდიდესი მოტივაციით. შესაბამისად, "ლავაპის" შექმნა განაპირობა ერთობლივმა დიდმა ინტერესმა სტარტაპებისა და ტექნოლოგიური სიახლეების მიმართ, სურვილმა, ვყოფილიყავით ტექნოლოგიური რევოლუციის ნაწილი", - Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს LavaPi-ს თანადამფუძნებელი და CEO, თეონა კელეპტრიშვილი.

LavaPi სრულად ფოკუსირებულია საერთაშორისო ბაზარზე და ამჟამად კომპანის ადგილობრივი მომხმარებლები არ ჰყავს. მისი ძირითადი პარტნიორები ორგანიზაციები ევროპაში, ისრაელში, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში საქმიანობენ, მათი დიდი ნაწილი კი საჯარო უსაფრთხოების (Public Safety) ინდუსტრიაში მოღვაწეობს. სწორედ ამიტომ, LavaPi-ის გუნდის ბირთვი აქტიურად მონაწილეობს გადაუდებელი დახმარების ციფრული სისტემების მოდერნიზაციაში. LavaPi აქტიურადაა ჩართული 911 სისტემების, გადაუდებელი კომუნიკაციების და საგანგებო მართვის ტექნოლოგიების განვითარებაში, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს მოქალაქეთა უსაფრთხოებასა და გადაუდებელი სიტუაციების ოპერაციულ მართვაზე. მარტივად რომ ვთქვათ, კომპანია ნერგავს ინოვაციურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, რომელიც საჯარო უსაფრთხოების სექტორს უფრო ეფექტურს, სწრაფსა და უსაფრთხოს გახდის ნებისმიერ ქვეყანაში.

LavaPi სთავაზობს კომპანიებს ინოვაციურ და შედეგებზე ორიენტირებულ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, რომელიც ეხმარება ბიზნესსაქმიანობის ოპტიმიზაციასა და ეფექტურობის გაზრდაში. ვებდეველოპმენტი, მობილური აპლიკაციების შექმნა, ინდუსტრიების საჭიროებებზე მორგებული პროგრამული უზრუნველყოფა, კიბერუსაფრთხოება, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია და სხვა - ეს იმ მიმართულებების არასრული ჩამონათვალია, რასაც "ლავაპი" საერთაშორისო მასშტაბით სხვადასხვა ინდუსტრიაში მომუშავე ბიზნესს სთავაზობს.

LavaPi-ის ვებდეველოპმენტისა და მობილური აპლიკაციების სერვისები საშუალებას აძლევს ბიზნესებს, შექმნან ინვესტორებისა და მომხმარებლებისთვის მიმზიდველი, მონაცემებზე დაფუძნებული ვებსაიტები, რომელიც მკვეთრად ზრდის მომხმარებელთა ჩართულობასა და ინტერაქციას. ინდუსტრიებზე მორგებული პროგრამული უზრუნველყოფით ბიზნესებს უჩნდებათ შესაძლებლობა, უფრო ოპტიმიზებულად მართონ ოპერაციები და გააფართოონ საკუთარი საქმიანობა. თითოეული პროგრამული უზრუნველყოფა, რასაც LavaPi ქმნის, შემუშავებულია ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით, შესაბამისად, კომპანიებს სთავაზობს ისეთ სისტემურ გადაწყვეტებს, რომელიც საჭიროა სფეროში არსებული გამოწვევების საპასუხოდ. გარდა ამისა, LavaPi-ის პორტფოლიო მოიცავს კომპანიისთვის ტალანტების მოძიებას, რაც საშუალებას აძლევს ორგანიზაციებს, ეს საქმიანობა მიანდონ პროფესიონალებს, დაზოგონ დრო და რესურსები და მოიზიდონ საუკეთესო კადრები როგორც ადგილობრივი, ისე გლობალური ბაზრიდან.



"LavaPi-ს ყველაზე მოთხოვნადი სერვისები მოიცავს მსხვილი ბიზნესებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებას (Enterprise Software Development-ი), ღრუბლოვან ტრანსფორმაციას (Cloud Transformation-ი), კიბერუსაფრთხოებას (Cybersecurity), მონაცემთა ანალიზსა (Data Analytics-ი) და ხელოვნური ინტელექტის (Artificial Intelligence) ინტეგრაციას. ჩვენ ვქმნით მასშტაბურ, სტაბილურ და მაღალტექნოლოგიურ პროგრამულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ოპერაციული პროცესების ავტომატიზაციასა და ოპტიმიზაციას უწყობს ხელს. ღრუბლოვან ტრანსფორმაციაში კომპანიებს ვეხმარებით ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციასა და მასშტაბირებაში, რაც მათ მონაცემთა უსაფრთხოებასა და ეფექტიანობას ზრდის.

კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, LavaPi უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას, სისტემების გამძლეობას კიბერშეტევების მიმართ და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას. მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის ინტეგრაციის საშუალებით, ჩვენ ვეხმარებით ბიზნესებს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაში, ოპერაციული პროცესების გაუმჯობესებასა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაში. ეს სერვისები კომპანიებს საშუალებას აძლევს, სრულად გამოიყენონ ციფრული ტრანსფორმაციის პოტენციალი და კონკურენტული უპირატესობა მოიპოვონ გლობალურ ბაზარზე", - განმარტავს თეონა კელეპტრიშვილი.

როგორ მუშაობს "ლავაპი?" LavaPi-ს მთავარი კონკურენტული უპირატესობა არის ინდივიდუალური მიდგომა, ინოვაციური ტექნოლოგიები და მაღალი უსაფრთხოების სტანდარტები. "ლავაპი" არ სთავაზობს სტანდარტულ, მზა გადაწყვეტებს – ყველა პროექტი მორგებულია პარტნიორის საჭიროებებზე.

როგორ მუშაობს "ლავაპი?" LavaPi-ს სამუშაო პროცესი სრულად მორგებულია კლიენტის უნიკალურ საჭიროებებზე, შესაბამისად, თითოეული პროექტის ეტაპი ერთმანეთისგან განსხვავებულია. პროექტისდა მიხედვით, უპირველესად, LavaPi-ის გუნდი აგროვებს ინფორმაციას და იწყებს მჭიდრო თანამშრომლობას მომხმარებელთან, რათა უკეთ გაიგოს მათი ბიზნესის მიზნები, ბაზრის გამოწვევები და კონკურენცია. ეს ეტაპი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მასზე დაყრდნობით, LavaPi ქმნის უნიკალურ სტრატეგიას, რომელიც სრულად პასუხობს პროექტის მოთხოვნებს. ამის შემდეგ, ანალიზისა და დაგეგმვის ფაზაში, LavaPi-ის გუნდი შეიმუშავებს პროექტის განვითარების გეგმას იმისთვის, რომ ინიციატივა მაქსიმალური ეფექტურობითა და წარმატებით განხორციელდეს. როდესაც სტრატეგია მზადაა, კომპანია ქმნის დიზაინს, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს ბრენდს და ხელს უწყობს მომხმარებელთა მაქსიმალურ ჩართულობას. დიზაინი კი კომპანიებისთვის იქმნება ისე, რომ იყოს არა მხოლოდ ვიზუალურად მიმზიდველი, არამედ ფუნქციონალური და მომხმარებელზე ორიენტირებული. დიზაინის დასრულების შემდეგ LavaPi-ის გუნდი გადადის დეველოპმენტისა და კოდირების ეტაპზე, სადაც ისინი ქმნიან ყველა საჭირო ფუნქციონალსა და ინტეგრაციას, იმისათვის, რომ საბოლოო პროდუქტი მარტივი და ფუნქციური იყოს გამოსაყენებლად. როდესაც პროდუქტი მზად არის, LavaPi იყენებს პროდუქტის ტესტირებასა და მის ბაზარზე გაშვებას. ამ საფეხურზე გუნდი ცდილობს, გამოსცადოს პროდუქტი, განიხილოს ყველა შესაძლო რისკი და დარწმუნდნენ, რომ პროდუქტის ხარისხი შეესაბამება როგორც საერთაშორისო სტანდარტებს, ისე კლიენტის მოთხოვნებს. LavaPi-ს მუშაობის ეს სტრუქტურირებული მიდგომა კომპანიას აძლევს შესაძლებლობას, თითოეული პროექტი განახორციელოს უმაღლესი ხარისხით, რაც კლიენტისთვის ბიზნესის ზრდის გარანტია.

"როგორც უკვე აღვნიშნე, განსაკუთრებული გამოცდილება გვაქვს საჯარო უსაფრთხოების (Public Safety) და გადაუდებელი კომუნიკაციების (Emergency Communications) სფეროში, სადაც ვიყენებთ ღრუბლოვან ტექნოლოგიებს, ხელოვნურ ინტელექტსა (AI) და კიბერუსაფრთხოების თანამედროვე მიდგომებს. ჩვენი Agile მიდგომა და საერთაშორისო ხარისხის სტანდარტები უზრუნველყოფს, რომ პარტნიორებმა მიიღონ მოქნილი და დაცული ტექნოლოგიური გადაწყვეტები", - განმარტავს რესპონდენტი.

ნებისმიერ წარმატებულ ბიზნესს თან ახლავს გამოწვევები, რომელთა გადალახვაც არა მხოლოდ აძლიერებს გუნდს, არამედ მათ ახალ შესაძლებლობებსაც უქმნის. ამ მხრივ გამონაკლისი არც LavaPi-ა, რომელსაც განვითარების გზაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი წინაღობა შეხვდა, რომელიც მისმა გუნდმა სტრატეგიული მიდგომებით გადალახა. "ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულე იყო საერთაშორისო ნდობის მოპოვება, რადგან გლობალურ ბაზარზე ქართული ტექნოლოგიური კომპანია ნაკლებად იყო ცნობილი. ამ პრობლემის გადაჭრა შევძელით მაღალი ხარისხის სერვისებით, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით (ISO, GDPR, NIST), წარმატებული პროექტების პრეზენტაციით, და საბოლოო ჯამში ბიზნესის ლოკალიზაციით, რამაც საბოლოო ჯამში ჩვენ მიმართ ნდობის ზრდას ძალიან შეუწყო ხელი. მეორე გამოწვევა იყო ბიზნესების სკეპტიციზმი ციფრული ტრანსფორმაციის მიმართ, განსაკუთრებით ისეთ სექტორებში, სადაც ტექნოლოგიური ცვლილებები ნელი ტემპით მიმდინარეობდა. ეს დავძლიეთ წარმატებული შემთხვევების დემონსტრირებით და კლიენტებთან კონსულტაციებით, სადაც ნათლად დავანახეთ, როგორ აუმჯობესებს ტექნოლოგიები მათ ოპერაციულ პროცესებს. ტექნოლოგიური ინდუსტრია მუდმივად იცვლება, რაც ახალ ტექნოლოგიებზე სწრაფად ადაპტაციის საჭიროებას ქმნის. ჩვენი მიდგომაა, რომ ინოვაცია და უწყვეტი სწავლება იყოს LavaPi-ის სამუშაო კულტურის ნაწილი. მუდმივად ვაანალიზებთ ბაზრის ტენდენციებს, ვმონაწილეობთ საერთაშორისო კონფერენციებში და ვნერგავთ უახლეს ტექნოლოგიებს. აქვე აღვნიშნავ, რომ LavaPi-ში დასაქმებულებს შესაძლებლობა აქვთ, იმუშაონ ინოვაციურ პროექტებზე, ისწავლონ ახალი ტექნოლოგიები და განავითარონ ტექუნარები", - განმარტავს დამფუძნებელი.

LavaPi არის ქალების მიერ დაფუძნებული კომპანია, რომლის წარმატების უკან დგას გუნდი, რომელსაც საერთაშორისო ცოდნა, ექსპერტიზა და გამოცდილება აქვს. როგორც რესპონდენტი აღნიშნავს, LavaPi-ის მთავარი ძალა მისი თანამშრომლები არიან, რომლებიც ქმნიან ჯანსაღ, ინოვაციურ და განვითარებისკენ ორიენტირებულ სამუშაო გარემოს - სადაც თითოეულ თანამშრომელს აქვს თავისუფლება, გამოავლინოს თავისი პოტენციალი და მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები. LavaPi-ში ღია კომუნიკაცია, ჯანსაღი სამუშაო კულტურა და გუნდური სულისკვეთება კომპანიის წარმატების მთავარი ფაქტორებია. გუნდში ღრმად სწამთ, რომ გამოცდილი და მოტივირებული თანამშრომლები საუკეთესო ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ქმნიან, რაც კომპანიის პარტნიორებს რეალურ ბიზნესღირებულებას სძენს.

ვინ უმაგრებს ზურგს LavaPi-ის გუნდს? კომპანიის თანადამფუძნებლის, თეონა კელეპტრიშვილის სამუშაო გამოცდილება 19 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც ერთ-ერთ სატელეკომუნიკაციო კომპანიაში დასაქმდა. წლების განმავლობაში საკუთარი თავი აქტიურად გამოსცადა სხვადასხვა წამყვანი მიმართულებებით, მათ შორის: მარკეტინგში, ბრენდინგში, საერთაშორისო ურთიერთობებსა და ტექნოლოგიებში. მუშაობის პარალელურად, ევროკავშირისგან მიღებული სრული დაფინანსებით, სწავლა განაგრძო პოლონეთში, სადაც კიდევ ერთი მაგისტრის ხარისხი მოიპოვა ბიზნესკომუნიკაციებში.

"როგორც მიხვდით, სწორედ პანდემიას უკავშირდება "ლავაპის" ზრდა, განვითარება და ბაზარზე ერთ-ერთ ძლიერ პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებელ კომპანიად ჩამოყალიბება. აქტიურად დავიწყეთ ნიჭიერი ადამიანების დასაქმება და ვამაყობთ, რომ "ლავაპის" გუნდი შედგება ენერგიული, მოტივირებული, მცოდნე ადამიანებისგან, რომლებიც სიამოვნებით ეჭიდებიან გამოწვევებს და საინტერესო პროექტებს, იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს და სჯერათ სამყაროს გაციფრულების. მივხვდით, რომ დრო იყო, "ლავაპი" განვითარების შემდეგ ეტაპზე გადასულიყო. სწორედ 2020 წელს დავბრუნდი საქართველოში ახალი ცოდნით, გამოწვევების წყურვილით და ამბიციური ბიზნესსტრატეგიით", - აცხადებს თეონა კელეპტრიშვილი.

მისი მრავალწიანი გამოცდილებით მენეჯერულ პოზიციებზე, ნათია კელეპტრიშვილი, როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი, უზრუნველყოფს ბიზნესპროცესების ეფექტიან ორგანიზებას, ოპერაციული მართვის ოპტიმიზაციას და პარტნიორებთან თანამშრომლობის გამყარებას. ასევე ის ხელმძღვანელობს "ლავაპის" შვილობილ კომპანიას, "ლავაკრუტს", რომელიც ორგანიზაციებს სთავაზობს ადამიანური რესურსების მართვის ყველა მიმართულების მომსახურების აუთსორსინგს, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის გარეთ.

LavaPi-ს გუნდის განვითარებაში განსაკუთრებული როლი აქვს ასევე ზვიად გვილავას, LavaPi-ის თანადამფუძნებელსა და მმართველ პარტნიორს, რომელიც 15-წლიანი გამოცდილებით ხელმძღვანელობს კომპანიის ტექნოლოგიურ მიმართულებას. მისი ხედვა და ცოდნა კიბერუსაფრთხოების, ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურისა და AI-ის მიმართულებით განსაზღვრავს LavaPi-ს, როგორც გლობალური ტექნოლოგიური პარტნიორის წარმატებას. მისი ლიდერობით, გუნდი მუდმივად ისწრაფვის ინოვაციებისკენ, ხოლო მისი ტექნოლოგიური სტრატეგია LavaPi-ს გლობალურ ტექნოლოგიურ პარტნიორად აყალიბებს.

რაც შეეხება სამომავლო განვითარების ხედვასა და პერსპექტივას, ამ ეტაპზე LavaPi ფოკუსირებულია აშშ-ის ბაზარზე გაფართოებასა და ახალი პროდუქტების განვითარებაზე.

"ძალიან ვამაყობ, რომ ენერგიულად შევედით ამერიკულ ბაზარზე, გუნდი იზრდება, ვეძებთ ახალი შესაძლებლობებსა და ნიჭიერ ადამიანებს. აქვე დავამატებ, რომ ჩვენი ოფისი მდებარეობს მედისონ ავენიუს 515-ში, ნიუ-იორკში, სადაც აქტიურ რეჟიმში ვხვდებით ადგილობრივ პარტნიორებს პროექტების შედეგების განსახილველად. LavaPi-ს წარმომადგენლობა მუშაობს ასევე კალიფორნიისა და ინდიანას შტატებში", - აღნიშნავს თეონა.

გრძელვადიან პერსპექტივაში გუნდის მიზანია, LavaPi გახდეს საერთაშორისო ტექნოლოგიური ლიდერი. კომპანია გეგმავს, მნიშვნელოვნად გაძლიერდეს AI მიმართულებით, აითვისოს ახალი ბაზრები და გააფართოოს, გააძლიეროს ახალი R&D ინიციატივები. "მზად ვართ ახალი გამოწვევებისთვის და ვაგრძელებთ გლობალური ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში აქტიურ მონაწილეობას", - აღნიშნავს ანტრეპრენერი.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინდუსტრიული ტრენდები

Maven - თქვენი ბიზნესის ფინანსური კომპასი

ფინანსური სერვისების აუთსორსინგული საკონსულტაციო მომსახურების კომპანია, სადაც აკადემიური ცოდნა და პროფესიული გამოცდილება თითოეულ თანამშრომელშია თავმოყრილი

მენეჯმენტი

გაიცანით 1 245 რესტორნის მფლობელი ანტრეპრენერი, რომელსაც ფრანჩაიზინგური რესტორნების ''უორენ ბაფეტს'' ეძახიან

მან თავისი Applebee's -ის ქსელის პირველი რესტორანი 20 წლის წინ იყიდა და გადახედა, რისი გაკეთება შეიძლებოდა ფრანჩაიზის ინდუსტრიაში. ასეთი ფილოსოფია აქვს: განსხვავებული გახდი და შემდეგ გააკეთე რაღაც დიდი

სიახლეები

ზღაპრული მოგზაურობა კოსმოსში $125 000-ად

კოქტეილებითა და შესანიშნავი ხედებით ტკბობა 30 000 მეტრ სიმაღლეზე კოსმოსური მოგზაურობის მოყვარულთათვის უკვე შესაძლებელია